Tuesday, March 3, 2009

ლექსები

საქართველო

ჩემო წამებულო სოფელ-ქალაქებო...

ვაი ვის ხელში ხართ, ჩემო წამებულნო.

ჩვენო სამშობლო, უფლის კურთხეულო.

ჩვენო ტაძარო და ჩვენო სახატეთო

ჩვენო საფიქრალო, ჩვენო სალოცავო.

უღმრთოდ წამებულო, აღსდეგ საქართველო!

IX3 კლასი, ჯანსუღ კვანტალიანი

ჩემი სამშობლო

ჩემს სამშობლოს სიყვარულში დავიღლები,

მისთვის ვმღერით, იმედს ვაძლევთ ცხოვრებისას,

საქართველო, როგორც თეთრი ყვავილები,

უსამართლოს და თავნებას რომ ვერ იტანს.

ისედაც ხომ დიდი არის საქართველო!

ისტორია და ამაგი შენი,

მომავალში კიდევ ვინმემ გადაგთელოს

დავაყენოთ ჩვენს საზღვრებზე მცველნი.

უამრავი ბრძოლა გადაგიტანია

გამარჯვებით, განა დამარცხებით?

ვერ გიპყრობდა მაშინ ვეღარც ტირანია,

შენ გიცავდა ყველა გამალებით!

IX3 კლასი, ნანა კოსტავა

25 თებერვალი

25 თებერვალი ტკივილის დღეა,

ჩვენ წაგვართვეს მიწა-წყლები,

მიიკუთვნეს სხვებმა.

ეხლა ვფიქრობთ, რა მოხდება,

დავიბრუნებთ ნეტავ?

დავიბრუნებთ, დამიჯერეთ,

გავიხარებთ ყველა.

ტკივილი და მწუხარება

უმალ გაგვიქრება.

საქართველო გაბრწყინდება

აყვავდება, მჯერა!

VII2 კლასი, დეა ჩემინავა

* * *

ეს ჩვენი ლაღი მთა-ველი,

ხომ არის მართლაც მტკაველი?!

ოქროა კიდით კიდემდე,

მიტომაც მტრები გვიტევდნენ:

რომ წაეგლიჯათ, წაეღოთ,

ქართული ენა გაექროთ...

ვითომ მეგობრად მოსული,

ხშირად მტერია, ორგული.

მამულს გვცინცლავენ მტკავლობით,

თავი კი მოაქვთ კრავებად...

ეს ჩვენი ლაღი მთა-ველი,

ხომ არის მართლაც მტკაველი?

ჩვენ, თავად თუ არ მივხედეთ,

უცხოსგან, აბა, რას ველით?!

ვერ მოკლეს

ზამთარი მიდიოდა

გაზაფხულს ელოდა,

ნატანჯი, ნაჯაფი ქვეყანა.

ისევ ორგულობა

ისევ სიცრუე და

ერთი-მეორის არგატანა...

ცრემლი მოკიაფე

ტკივილის და ტანჯვის

ღვთისმშობელს წამწამზე ეკიდა.

ასჯერ და ათასჯერ

ჯვარცმული იესო

თითქმის ყოველკუთხივ ეკიდა.

არ იყო საშველი -

სიცრუით მოსული

ეშმა ხარხარებდა, როკავდა,

შენი სხეული კი,

ჩემო საქართველო,

გმინავდა, ოხრავდა, ბორგავდა.

თარეში ეშმაკის

არ იყო დღემოკლე,

თუმცა გული მაინც ფეთქავდა.

შენს გულში უფალი

ვერაფრით ვერ მოკლეს,

ჩემო საყვარელო ქვეყანავ.

V1 კლასი, ივერი თოდაძე

No comments:

Post a Comment